მარანი დაარსდა 2017 წელს, ადგილზე არსებული ძველი მარნის ტერიტორიაზე, აქვე იყო 80 წლის ვენახი, რომელიც გაახლდა, ამავე სივრცეშია ეზო და საცხოვრებელი სახლიც. მარანს ისევე როგორც მე აქვს პაპის სახელი "ლევანი". ძირითადად ვყიდულობთ ბიოსერტიფიცირებულ ყურძეს კახეთის რეგიონში, რომლისგანაც ვამზადებთ ნატურალურ ღვინოებს. პირველი ღვინო დაიწურა ქვევრში 2018 წელს და 2019 წელს ჩამოისხა ბოთლში. მარანში განთავსებულია 18 ტონის ქვევრები, სრული დატვირთვით ფუნქციონირებისას წლიურად შესაძლებელია 10 000 ბოთლი ქვევრის ღვინის წარმოება. ღვინობს ვაწარმოებთ კახური ტრადიციული მეთოდით, 6 თვე ქვევრში ჭაჭა-კლერტზე დაყენებით და შემდებ 5 თვე ქვევრში უჭაჭოდ დავარგებით. ამ დროს ხდება ღვინის ხანგრძლივი მაცერაცია ჭაჭა-კლერტთან და ბუნებრივი ფილტრაცია. ღვინოები არის ცოცხალი და ნატურალური ყოველგვარი საფუვრების და დანამატების გარეშე. ღვინოების დავარგება ხდება ქვევრში ბუნებრივ 14° ტემპერატურაზე და ბოთლში ჩამოსხმის შემდეგ სარდაფში 16° ტემპერატურაზე. ვაწარმოებთ 4 სახის ღვინოს წითელი მშრალი -საფერავი. თეთრი ქარვისფერი მშრალი - რქაწითელი, კახური მწვანე და ქისი. ღვინის დასახელაბა ისევე როგორც მარნისა არის "ლევანის მარანი ახმეტა".